LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

565
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანაში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და სხვის ცხოვრებაზე ჭორაობა, უმჯობესია მიხედოთ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას და წვრილმანებზე კამათს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და მჭლე ხორცით, თხილით და თაფლით. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, თეთრი, ნარინჯისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები