LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

947
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:00-დან 11:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. მოიმატებს ბრაზი და აგრესია, დეპრესიისა და იმედგაცრუების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების წარმოქმნის ალბათობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ უკმაყოფილების გამოხატვას და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას. მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მამაკაცებს ქალბატონებთან ურთიერთობისას, რომლებიც დღეს განსაკუთრებით გაღიზიანებული იქნებიან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბორდო, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე სერდოლიკი, ქარვა, სარდიონი, გიშერი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები