მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:40-დან 12:12 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის თეთრ მთვარესთან ანუ მფარველ ანგელოზთან – სელენასთან გაერთიანება კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ზოდიაქოს ყველა ნიშნის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არაა გამორიცხული მოულოდნელად მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ სხვა ფინანსური ბონუსები.
მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
პარტნიორული ურთიერთობა – გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობას, არ ღირს ზედმეტი სიამაყის და ამპარტავნობის გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადაღლა. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ცისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ქარვა, იაგუნდი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.