LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1549
მიხეილ ცაგარელი

ენერგიის, მოქმედებისა და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის 30 აპრილამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას, მგრძნობიარობას, ინტუიციასა და არტისტიზმს, შემოქმედებით და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ინტერესს ასტროლოგიისა და ეზოთერიკის მიმართ, მეორეს მხრივ, ტყუილების, ილუზიებისა და ზღვარგადასული ფანტაზიებისადმი მიდრეკილებას, სულსწრაფობასა და მოუთმენლობას გააძლიერებს. 

მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ეცადეთ მოჭარბებული სექსუალური ენერგია არ გადაიზარდოს აგრესიასა და სიძულვილში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტების და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, წიწიბურათი და ბურღულეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები