LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2871
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:41-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გადაამოწმეთ და კარგად გაიაზრეთ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა, რადგან დღეს დაშვებული შეცდომები აუცილებლად ბუმერანგის პრინციპით დაგიბრუნდებათ.

არ ღირს გარშემომყოფთა კრიტიკულ შენიშვნებზე გაღიზიანება და აგრესიის გამოვლენა.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გაცემას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მოიმატებს გაურკვევლობა, მაგრამ მაინც არ ღირს პარტნიორისთვის ბრალდებების წაყენება, უმჯობესია გადადოთ საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, აუქციონებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამაზონიტი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები