LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

850
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის, მთვარე კი, შეუპოვარი და აგრესიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

კარმული ვალების გასტუმრების დღეა!

მართალია, მოიმატებს აზარტი, აგრესია და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევის სურვილი, მაგრამ უმჯობესია დამშვიდდეთ, მოერიდოთ ცდუნებებს და ნებისმიერ დაპირისპირებას.

არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ ვერავის დარწმუნებას და ისევ თქვენ გაღიზიანდებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სპორტული ინვენტარის და აქსესუარების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები