ეცადეთ დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.
არ ღირს ძველ საქმეებზე დროის დახარჯვა, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ.
მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას და მათთან საქმის გარჩევას.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საკუთარ თავზე ინფორმაციის გავრცელებისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს რისკი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ბრონქებს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ცისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, ლაბრადორი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.