LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

802
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას და მგრძნობიარობას, რომანტიზმსა და სენტიმენტალიზმს, ინტუიციას და თანაგრძნობის უნარს, მეორეს მხრივ, დეპრესიას და სასოწარკვეთას, ილუზიებისა და ფანტაზიებისადმი, ტყუილებისა და თაღლითობისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები, რათა არ გახდეთ კონფლიქტის მიზეზი.

არ აჰყვეთ ემოციებს, ეცადეთ მიიღოთ ყველა გადაწყვეტილება ლოგიკური მსჯელობითა და საღი გონებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, რაუხტოპაზი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები