გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს მოვლენები, იმოქმედეთ პრაგმატულად და თავშეკავებით, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი პრობლემები.
მოერიდეთ ყვირილს და ჩხუბს, სხვათა გაკიცხვასა და განკითხვას.
თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თმის და სახის კანის სამკურნალოდ. მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.