ფინანსური სიურპრიზების დღეა, ამიტომ გამოიჩინეთ მეტიო სიფრთხილე, რადგან სიურპრიზი სასიკეთოც შეიძლება იყოს და პრობლემების მომტანიც.
არ ღირს გარშემომყოფებისთვის ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, გამოიჩინეთ მეტი ლოიალურობა მათ მიმართ.
თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
მოერიდეთ ფარულად საქმიანობას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ახალი სამოსისა და ფეხსაცმლის შეძენა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.