LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

221
mixeil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:00-დან 12:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის ვენერას – 12 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, მისი შეერთება მზესთან, პლანეტებთან – მარსთან და მერკურისთან ერთის მხრივ, ცნობისმოყვარეობას და ორიგინალურობას, დემოკრატიულობას, თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს, სიჯიუტეს და სულსწრაფობას გააძლიერებს.

არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

თავი შეიკავეთ ბრაზისა და აგრესიის გამოვლენისგან, ხისტი გამოთქმებისა და სხვათა კრიტიკისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი სიჯიუტის და პრინციპულობის გამოჩენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავეჯისა და ბინის ინტერიერის განახლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი მოხარშული ხორცით და თევზით, რძის ნაწარმით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ტერაკოტისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარჯანი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები