დღევანდელ დღეს მეტად დუნდება ყურადღება და ავარიებისა და ტრავმების საფრთხე მატულობს, დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას უწყობს ხელს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური დღეა ინფორმაციული საქმიანობისათვის, სწავლისთვის, კარგი დღეა სასამართლოში საჩივრის შესატანად. მოერიდეთ ყურების გახვრეტასა და სისხლის გადასხმას.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ძვლოვან სისტემასა და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი და იაგუნდი.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომებისთვის, ნეგატიურია დღე მორიელის, თხის რქასა და თევზებისათვის.