არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის შესრულება დღესაც შეგიძლიათ, მთავარია, ყველა წვრილმანი კარგად გაიაზროთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის, საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
თავი შეიკავეთ ხუმრობებისგან, რადგან ბევრი არასწორად გაიგებს თქვენს იუმორს და განაწყენდება.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის კრიტიკას, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი უკმაყოფილება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს, არ ღირს თავების გადაღლა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბურღულეულით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.