არ ღირს სპონტანურად მოქმედება, ეცადეთ კარგად გაიაზროთ ყველა გადაწყვეტილება.
გადაყარეთ ძველი და უსარგებლო ნივთები, გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.
აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციებს.
არ ღირს ახალი ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის შეძენა და მორგება.
მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ უსიამოვნებებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება,
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და არომათერაპიისთვის. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.