LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 აპრილის  ასტროლოგიური პროგნოზი

127
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, შეუპოვარი და ხშირად აგრესიული ვერძის, მთვარე კი მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

ეცადეთ არ აჰყვეთ პესიმიზმს და დეპრესიას, ნეგატიურ ფიქრებს და მოგონებებს.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

მოერიდეთ შფოთვას და ფორიაქს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ტკბილეულის, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები