მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ზედმეტ ფორიაქისა და საკუთარ გეგმებზე საუბრის. მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
არ ღირს ემოციებს აყოლა, დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
მოისმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის, განსაკუთრებით დედის რჩევები.
თავი შეიკავეთ ხუმრობებისგან, რადგან ბევრი ვერ გაიგებს თქვენს იუმორს და განაწყენდება.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ გადაწყვიტოთ საკამათო საკითხები კომპრომისის მოძიებით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ დამამშვიდებელი და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, თხის რქას და თევზებს.