მერკური დღეს გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, ეს არის გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გონება გახდება უფრო მახვილი, უფრო კონტაქტური, უფრო აქტიური, ენერგიული. ინფორმაციას უფრო სწრაფად გადავხარშავთ.. ამავდროულად, ეს უფრო გააძლიერებს ეგოიზმსაც, კამათისადმი მიდრეკილებას და სულსწრაფობას.
მერკურის ნეგატიური ტენდენციები კონტროლქვეშ მოაქციეთ, დანარჩენი კარგი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენეთ, მათ შორის მაგალითად – ორგანიზატორული მონაცემები.
დღეს გაიაზრეთ მომავალი მოქმედებების პროგრამა, მოიშორეთ ცუდი აზრები და აღივსეთ ოპტიმიზმით. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს. დიდ ხანს ტელევიზორს და კომპიუტერს ნუ უყურებთ, რადგან მნიშვნელოვანია მოუფრთხილდეთ თვალებს.
კარგია ეს დღე ახალი საქმის დასაწყებად. არ არის სასურველი ამავდროულად ელექტრობის შეკეთება. მეტი ტაქტი და მოთმინება გამოავლინეთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და აგრესია, ნუ იკამათებთ.
ეფექტურია დღეს და ხვალ თირკმელების, ყელის, ენდოკრინული სისტემის, შარდ სასქესო სისტემის მკურნალობა.
თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან.
ფიზიკურად და სულიერად ნუ გადაიღლებით, მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ხელშეკრულების დადებას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, რა თქმა უნდა.
მოერიდეთ თმის შეჭრას.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი და ქარვა. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ – წითელ, ყვითელ, ლურჯ, ნარინჯისფერ ტონებს და ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები კი შემდგომ ახდებიან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნუ დაარღვევთ დღეს წესებს, დაჯარიმების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. კარგია დღეს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, მგზავრობა, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.