მალე „ტვ პირველზე“ ვანო ჯავახიშვილის შოუ გავა. იუმორისტმა თავისი გუნდის ნაწილთან ერთად სწორედ „ტვ პირველზე“ გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ დატოვება გადაწყვიტა.
შოუმენი ახალ არხზე ახალი სეზონისთვის ემზადება.
ამისი დასტურია ერთობლივი ფოტო, რომელიც „ტვ პირველის“ სტუდიიდან ზაალ უდუმაშვილმა, ინგა გრიგოლიამ და ვანო ჯავახიშვილმა გამოაქვეყნეს.