ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ცნობილ რეჟისორ დევიდ ლინჩთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია.
მოგეხსენებათ, ლინჩი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორია. მან ახლახან განაცხადა, რომ კინოდან მიდის. მანამდე კი მისი „ტვინ პიკსი“ გამოდის, 25 წლის შემდეგ, ლინჩმა სერიალის ახალი სეზონი გადაიღო, რომელიც პრემიერაც 12 მაისს შედგება. როგორც ცნობილია, ეს იქნება მისი ბოლო კინოპროექტი.
სად შეხვდნენ ერთმანეთს ცნობილი ქართველი პიანისტი და სახელგანთქმული რეჟისორი, უცნობია.