LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა იმ პოლიტიკის სისუსტე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვაწარმოებთ: მამუკა არეშიძე

89
1570202218-173889

“დღევანდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა იმ პოლიტიკის სისუსტე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვაწარმოებთ”,-ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ კარანტინის ხანგრძლივობა ხალხისთვის ხელისშემშლელია, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა და აქედან გამომდინარე ექსპერტი თვლის, რომ კარანტინული ზომები საჭიროა.

მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

“ის ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, კონკრეტულად გალის რაიონის მოსახლეობისთვის, გაუსაძლისია. პანდემიის გამო ურთულესი ვითარება შეიქმნა, როგორც სოციალური ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამას უფრო მეტი ყურადღება სჭრიდება.

კარანტინი ხანგრძლივია და ვიღაცეებს ხელს უშლის, მაგრამ მეორე მხრივ აფხაზეთში საკამოდ სერიოზული ვითარებაა კორონავირუსთან დაკავშირებით. ბუნებრივია სჭირდებათ კარანტინული ზომები, მაგრამ უფრო გულითადი მიდგომა რასაკვირველია ამ რეგიონის მოსახლეობის მიმართ საჭიროა. სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

ზოგადად, გალის რაიონში მიმდინარეობს დექართველიზაციის პროცესი. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მოისპოს ქართული ცნობიერება. კონკრეტულად ეს საკითხი პირდაპირ კავშირში არ არის დღევანდელ ტრაგედიასთან, მაგრამ კომპლექსურად თუ მივუდგებით, ერთ-ერთი შემადგენელია.

პრობლემის მოგვარებამდე დიდი გზაა, თუმცა შემსუბუქება შესაძლებელია, მაგრამ მე ვერ ვხედავს ამისთვის კონკრეტულ გეგმას. დღევანდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა იმ პოლიტიკის სისუსტე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ აწარმოებს ხელისუფლება”,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში, ოთხი ადამიანი დაიხრჩო. ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყვნენ. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდნენ.

ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, პირველ რიგში, კარანტინის წესია შესაცვლელი: სერგი კაპანაძე 

საქართველოს ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა თბილისსა და ზუგდიდში. აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

ცნობისთვის, ენგურის ხიდი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ პენსიონერებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მისცეს.

ენგურის გადმოკვეთისას სამი ადამიანი დაიღუპა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების შედეგია: სუს-ი

ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესს არ შეეძლო მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება გამოეწვია – „ენგურჰესის“ განცხადება 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები