LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღევანდელი ქცევა – ერთი თვის შემდეგ შეცვლის მოვლენებს, გვახსოვდეს, ეს პანდემიაც დასრულდება!”- ექიმი სოფიო ბერიძე

249
BeFunky-collage (5)

ექიმი სოფიო ბერიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ეთანხმება იმ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღას მომზადებული ვერ შევხდა, თუმცა ექიმი წერს, რომ ეს პანდემიაც დასრულდება, მოქალაქეების დღევანდელი ქცევა კი ერთ თვეში შეცვლის მოვლენებს.

“ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, გაფრთხილებთ უკანასკნელად! გადადეთ ხალხმრავალი თავყრილობა! მოერიდეთ ყოველგვარ სუფრებს!” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს მიმართავს

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“აკვიატებად გვექცა იმის მტკიცება, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე ნათელი იყო მოვლენების ამ სცენარით განვითარება…

რთულად აღსაქმელი და დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ციფრები ორი კვირის წინ მოხსნილი ნიღბის ბრალია…

დიახ, დღევანდელი ქცევა – ერთი თვის შემდეგ შეცვლის მოვლენებს, დღევანდელი სტატისტიკა კი – აღვირახსნილი აგვისტოს ბრალია…

თუმცა ყველაფერი ოდესღაც სრულდება და ეს პანდემიაც დასრულდება – იმის მიუხედავად ჩავერევით თუ არა ჩვენ, რიგითი მოკვდავები მის მართვაში!

კლინიკები ოდესღაც დაიცლება, ბოლო პაციენტის ფორმა 100-ს დაასრულებს ექიმი, გადახედავს ცარიელ საწოლს, მონიტორის იზოხაზს, ზონარ-შემოხვეულ პულსოქისმეტრს და შვებით ამოისუნთქებს…

ნიღაბს მოიხსნის ეზოში ჩასული მოზარდი, გამოაჩენს პირტიტველა სახეს და ლაღად გაიღიმებს… აღარ შევცბებით თანამოსაუბრის მსუბუქ ჩახველებაზე… მეგობარს გადავეხვევით ისე, არ ვიფიქრებთ ჯანმრთელია თუ არა მისი ყველა კონტაქტი …აღარ დაგვიმძიმებს მხრებს სამსახურის ვერ დატოვებით ოჯახისთვის შექმნილი საფრთხე და სამსახურიდან მოსულიც მაგრად ჩავეხუტებით შვილებს…ეს დღეც დადგება…გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება!

ჩვენი მიზანია
ნაკლები ზიანი…
ნაკლები ადამიანური მსხვერპლი…”- წერს სოფიო ბერიძე.

“თვითონ კოვიდინფიცირებულები უვლიან პაციენტებს და ფაფასაც კი უხარშავენ საკუთარი ხელით, უმართავი სიტუაცია!!!” – ინგა მამუჩიშვილი

ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ, დაფიქრდით, რას აკეთებთ: გიორგი ფხაკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები