LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი: ამირან გამყრელიძე

79
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე აცრილებს შორის ყველაზე ცოტა სანიტარია, რის გამოც ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო.

“ხშირად ამბობენ, რატომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ არის აცრილი, 71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, სადაც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე, ადმინისტრაციული, ვინც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში, ანუ არასამედიცინო პერსონალი, მაგრამ 71 ათასი ადამიანის ერთიანი ბაზაა” – განაცხადა გამყრელიძემ

მისი თქმით, ერთჯერადად აცრილებს შორის ყველაზე მეტი არის ექიმი.

„არასამედიცინო პერსონალის 45%-ია აცრილი, ექთნების 34%, ყველაზე ნაკლები გვაქვს 26 %, უმცროსი სამედიცინო პერსონალი- სანიტრები. მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის, ყველა უნდა ავიცრათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები