LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე – კახა კალაძე

50

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. კახა კალაძის თქმით, გუშინ ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს,განაცხადა კახა კალაძემ.