LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელი დღის სიმბოლოა ეს გოგო“ – ემოციური ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

1679
Untitled design

დღეს საქართველო ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ემოციური ვიდეო, როგორ ზეიმობენ საქართველოს მოქალაქეები თუ ქვეყნის სტუმრები ამ დღეს.

მოქალაქე ირმა ბერიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ემოციურ კადრებს ავრცელებს – შემთხვევით გადაღებულ ვიდეოში ჩანს გოგო, რომელიც საქართველოს ჰიმნს უსმენს:

„ეს გოგო მოდიოდა თავისთვის, ამ დროს მეზობელმა ჩართო ჰიმნი, მოესმა თუ არა, გაჩერდა და ასე იდგა ბოლომდე გულზე ხელმიდებული..

ძალიან ემოციური იყო, დღევანდელი დღის სიმბოლოა ეს გოგო“, – წერს ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.

 

ეს გოგო მოდიოდა თავისთვის ,ამ დროს მეზობელმა ჩართო ჰიმნი, მოესმა თუ არა გაჩერდა და ასე იდგა ბოლომდე გულზე ხელმიდებული ❤️ Guranda Gularashvili გური გეძახდი მინდოდა გენახა და ვერ გაგაონე ისე ხმამაღლა გქონდა ჩართული ? ძალიან ემოციური იყო ❤️❤️?????? დღევანდელი დღის სიმბოლოა ეს გოგო ?

Posted by Irma Berishvili on პარასკევი, 26 მაისი, 2023

 

ცნობისათვის, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა.

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 

მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“ 

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას – აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები