LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება თავგანწირვის სიმბოლოდ – გიორგი კვირიკაშვილი

70

„განსაკუთრებილია ის კონსოლიდაცია, რომელიც 9 აპრილს მოჰყვა. ამის მსგავსი მე არ მახსენდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ასეთი ერთიანობით უნდა აშენდეს ძლიერი საქართველო. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი იმ იდეალების ერთგული უნდა დარჩეს, რომლისთვისაც 9 აპრილს ადამიანებმა თავი გაწირეს.

ეს არის დღე, როცა ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება თავგანწირვის სიმბოლოდ,“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები