LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია – ზაზა სარალიძე

0444E1C1-AA3B-4780-AA81-8FAC5994A446_cx0_cy2_cw0_w1023_r1_s

სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, – ამბობს ზაზა სარალიძე. მისი თქმით, დღეს, 14:00 საათისთვის შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით მივლენ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე.

როგორც ის აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა, მისი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებიათ და ხელისუფლება მკვლელებს მფარველობს.

„ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის, ფეხებზე კიდიათ, დაგვცინიან. საქართველო საქართველო კი აღარ არის, სასაკლაოა. არანაირი კანონის უზენაესობა არ არის, მკვლელებს მფარველობენ ბოლომდე და კბილებით იცავენ.

დათუჩას წლისთავი ხვალ არის, იმიტომ, რომ ერთი დღე იცოცხლა საცოდავმა. დღეს, 14:00 საათისთვის შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით ავალათ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე, ორივე ბავშვის სულს პატივი რომ მივაგოთ“, – განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები