LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელ აქციაზე მმართველმა გუნდმა ძალის დემონსტრირება მოახდინა, რაც იყო განაცხადი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს: რამაზ საყვარელიძე

440
რამაზ საყვარელიძე

შეცვლის თუ არა ძალთა თანაფარდობას დასკვნით ტურამდე 3 დღით ადრე დაგეგმილი აქციები, რა ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლებზე საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში შიმშილობა და აქვს თუ არა პერსპექტივა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, დღევანდელ აქციაზე მმართველმა გუნდმა ძალის დემონსტრირება მოახდინა, რაც იყო განაცხადი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს“. მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი თუ ვის მისცენ ხმა, აღნიშნულ ამომრჩეველზე გავლენას კი, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ გამართული აქცია მოახდენს.

ოპოზიციის მიტინგზე უფრო გულით და სულით იყვნენ ადამიანები მისულები, მათ ფულს არავინ არ უხდის… „ოცნების“ აქციაზე კი ნაკლებად გულანთებული ადამიანები იყვნენ: ნიკა ჩიტაძე

„აქციაზე პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდა და ეს იყო ადამიანების რაოდენობა და განაცხადი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მხარდამჭერების დემონსტრირება მოხდა დღევანდელ აქციაზე. მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო ისეთი აგრესიული, როგორიც ნაციონალური მოძრაობის არის ხოლმე. აქციაზე საუბარი იყო, რომ ბოლომდე უნდა მივიდეს პირველი ტურის გამარჯვებები.

საქართველოში დიდი რაოდენობაა ისეთი ადამიანების, რომელთაც გადაწყვეტილი არ აქვთ ვის მისცენ ხმა. ამ ადამიანებისათვის, რომელთაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, დღევანდელ სურათს ექნება გავლენა“, თქვა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობა, ქართული ოცნების მომხრეებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა სააკაშვილის მომხრეებზე ახდენს ძლიერ გავლენას, რადგან მათთვის სააკაშვილის მდგომარეობა ისეთი საკითხია, რომ რეაქცია აქვთ, მაგრამ მეეჭვება, რომ ოცნების მხარდამჭერებზე, ამ მერყევ ნაწილზე გავლენა იქონიოს, რადგან ერთი პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასეთი გავლენის მატარებელი ვერ იქნება. ბევრი რამ გაუგებარია სააკაშვილის შიმშილობის გარშემო. მან თქვა, რომ ან სიკვდილი ან ბოლომდე გამარჯვებაო. გაუგებარი ისაა, რატომ დააყენა ასე საკითხი? მას შეეძლო შიმშილობამდე და ციხემდე არ მიეყვანა საქმე, იყო უკრაინაში და დარჩენილიყო იქ“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კითხვაზე, რამდენად არის შანსი, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალოს და რა იქნება პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული რაციონალური ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სწორად იქნება აღქმული, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს ახალი გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდება.

ის ასევე ეხმიანება 5 ევროპარლამენტარის წერილს, რომლებიც აცხადებენ, რომ „სააკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვამდე უნდა გათავისუფლდეს“ და აცხადებს, რომ „თუ საქართველომ გარე ძალებს ამ საკითხზე დაუთმო, მაშინ ყველა სხვა საკითხზეც უნდა დათმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ გვექნება“.

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, გააჩნია სახელმწიფო რამდენად მტკიცე იქნება თავის გადაწყვეტილებებში. ვიცით, რომ ტეტჩერმა არ შეიწყალა მოშიმშილეები და ირლანდიელი ტერორისტები და ისინი დახოცვამდე მიიყვანა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ტეტჩერი არ გაუსამართლებია, რადგან ტეტჩერს ჰქონდა თავისი ლოგიკა. ტერორისტებს თუ დაუთმობ, მერე უნდა დაუთმო ბოლომდე. შიმშილობაც ტერორის ერთ-ერთი ფორმაა. ის საკუთარ თავს უკეთებს ტერორს.

ახალი გადაწყვეტილების მიღება სალომე ზურაბიშვილს არ სჭირდება. თუ საქართველომ დაუთმო გარე ძალებს, მაშინ ყველა საკითხზე, თუ გარე პოლიტიკოსებს მოიმხრობს ვინმე და დააწერინებს წერილებს, მაშინ ყველგან უნდა დათმო. მაშინ სახელმწიფო არ გაქვს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვრცლად – განცხადებები აქციიდან:

“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა

წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია და რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა

სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას: ღარიბაშვილი

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია: კობახიძე

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები, უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების: კუჭავას მიმართვა შემაჯამებელ აქციაზე

30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას: კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები