LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში ერთი ფინჯანი ყავა = ჯანმრთელი გული

59
Screenshot 2022-08-24 101304

დღის განმავლობაში ერთი ფინჯანი ყავა ინსულტის რისკს ამცირებს.
ევროპელ კარდიოლოგთა საზოგადოებამ ძალიან საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა.
ყავის მოყვარულებს ინსულტი 21%-ით უფრო ნაკლებად აწუხებთ, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი 17%-ით.

ამას ადასტურეს ექსპერიმენტი, რომელიც 10 წელი გაგრძელდა და მის ფარგლებში მეცნიერებმა 468 629 ადამიანის მონაცემი გააანალიზეს.

ცდის პირთა საშუალო ასაკი 56 წელი იყო და კვლევის დაწყების დროს არც ერთ მათგანს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებდა. მონაწილეთა ერთი ჯგუფი ყავას ყოველდღიურად მიირთმევდა, მეორე კი საერთოდ არ ეკარებოდა.

ანალიზებმა აჩვენა, რომ ყავის მოყვარულებს უფრო ჯანმრთელი გული აქვთ, შესაბამისად ნაკლებია იმის რისკი, რომ ინსულტი ან რაიმე სხვა გართულება განვითარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები