LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესაც გვგონია, რომ თუ პირი წინასწარ პატიმრობაშია, ეს საბოლოო განაჩენია, სინამდვილეში, ეს გამოძიებისთვის ინსტრუმენტია, რათა საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს: თეა წულუკიანი “გარეჯის საქმეზე” განმარტებას აკეთებს

65
თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, წინასწარი პატიმრობა საბოლოო განაჩენს არ ნიშნავს და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე მხოლოდ ერთი კრიტერიუმით იღებს – საჭიროა თუ არა გამოძიების მიზნებისთვის ბრალდებულების კვლავ, წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. ამ განცხადებით წულუკიანი ე.წ კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ იყო,  არის და მომავალშიც მკაცრი იქნება.

„ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას, რვა წლის განმავლობაში და დღესაც გვგონია, რომ თუ პირი წინასწარ პატიმრობაშია, ეს საბოლოო განაჩენია. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისთვის, რომ მოცემული პირებისგან, ვინც წინასწარ პატიმრობაში არიან და რომელთაც ბრალდებულები ჰქვიათ, გამოძიებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს, რათა საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

შესაბამისად, თუ დღეს აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ დაცვისა და მეორე მხრივ, ბრალდების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა, ან არ დაემთხვევა და მოსამართლე გადაწყვეტს, რომ წინასწარი პატიმრობა დატოვოს ძალაში ან არ დატოვოს, გირაოთი ჩაანაცვლოს, როგორც ამას ბრალდებული პირების ადვოკატები ითხოვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – საჭიროა თუ არა გამოძიების მიზნებისთვის, ამ ადამიანების კვლავ  წინასწარ პატიმრობაში ყოფნა“. – განაცხადა წულუკიანმა.

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის 30 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

მისი თქმით, თუ დღეს აღმოჩნდება, რომ მოცემული პირების წინასწარი პატიმრობის შედეგად გამოძიებამ დადასტურებული ინფორმაცია მიიღო, ასევე მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები მარტო არ მოქმედებდნენ, არამედ დავალებებს ასრულებდნენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კიდევ სხვა მიზნებისთვის მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რომელიც გამოძიებას სჭირდება, დასაბუთებულია.

„ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ მათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თავიანთი ფუნქცია ამოწურეს, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამოძიება გავიდა ბოლოში და რომ ეს პირები შეიძლება საკუთარ განაჩენს, უკვე ციხის გარეთ დაელოდონ. განაჩენი იქნება ასეთი, თუ ისეთი, ეს ჩვენ დღეს ვერ გვეცოდინება, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარი არ არის წინასწარი პატიმრობა, მთავარი არის  – რას ფიქრობს გამომძიებელი, რამდენად სწრაფად შეძლებს, მომავალში საქმეზე  განაჩენი დააყენოს, რომელიც საზოგადოებას, ჩვენ გვეტყვის, ვინ რა დააშავა, ვისი დავალებით და რატომ“. – განმარტა წულუკიანმა.

მელაშვილი-ილიჩოვას გაშვება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა – სერგი კაპანაძე

მისივე თქმით, გარეჯის საქმე და ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, რადგან სამშობლო, მისი ტერიტორიები  გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები.

„ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ის სპეკულაციები, რაც მიმდინარეობს, რომ დავით გარეჯას საქმე და ამ ორი პირის წინასწარი პატიმრობა მიბმული იყოს  გარკვეულ რაუნდებთან, მოლაპარაკებებთან, ეს ასე არ არის და ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ მომლაპარაკებლების და მთლიანი გუნდის პოზიცია ეს არასდროს ყოფილა, რადგან სამშობლო, მისი ტერიტორიები, საზღვარი, ის ტერიტორიები, რაც ჩვენს სამშობლოს ეკუთვნის, გაცილებით მაღლაა, ვიდრე ორ, ხუთ და ათ პარტიას შორის ნებისმიერი მოლაპარაკებები. შესაბამისად, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები