დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ, სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ პროექტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საჯარო პოლიტიკის განმსაზღვრელ სექტორში დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც მათ თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ. ახლაც იმავე შინაარსით დაინიცირდა კანონპროექტი, მხოლოდ ერთადერთი სხვაობით. მაშინ სახელწოდება იყო თითქოს პრობლემა, ამაზე ჰქონდათ ატეხილი მთელი ამბავი და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მათთვის სინამდვილეში საბაბი იყო.
მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ, გამჭვირვალე ყოფილიყვნენ საზოგადოების მიმართ. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში ტერმინად ავიღეთ ის, რასაც ევროკავშირის დირექტივა იყენებს, გადმოვიტანეთ ის ტერმინოლოგია. ასე რომ, აქ უკვე შესადავებელიც არაფერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.