LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს წითელი პარასკევია

69
წითელი კვერცხი

დღეს წითელი პარასკევია – ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მორწმუნეები დღეს სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ.

მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება. სამების ტაძარში ელოდებიან საქართველოს პატრიარქს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში ყველა საჭირო რეკომენდაცია სრულდება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.

გარდამოხსნა შესრულდება საგალობლებით, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები