LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მე ვამხილე თამთა თოდაძის მსგავსი თაღლითი – მარიამ კუბლაშვილი განცხადებით გოგა ბარბაქაძის ძმა უდანაშაულოდ ცნეს

38787
79499682-3845172275508556-6082550341205753856-n

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცნობილ მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმა რეზი ნაცარიშვილი, რომელსაც ძალადობასა და მუქარაში ედებოდა ბრალი, უდანაშაულოდ სცნეს.

“დღეს მე პასუხი გავეცი თამთა თოდაძის მსგავსად, ანალოგიურ თაღლით-პროვოკატორს, ცილისმწამებელ – დავით ნემსაძეს. დღეს აღდგა სამართლიანობა და დადგა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ – რევაზ ნაცარიშვილის მიმართ! სასამართლომ დაადგინა, რომ იგი სრულიად უდანაშაულოა!

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა – დავით ნემსაძემ, ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად, წინასწარ შემუშავებული გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოაწყო პროვოკაცია, თავს დაესხა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ოჯახს და იმდენს მიაღწია, რომ უდანაშაულო კაცი დააჭერინა.

უფრო ადრე მან შექმნა და გაავრცელა ვიდეო, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას მსახიობ გოგა ბარბაქაძის მეუღლე – მაია დობორჯგინიძის შესახებ. ვიდეო გააზიარა არაერთ ფბ გვერდზე, სადაც ათასობით ადამიანი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქალბატონს.

ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დავით ნემსაძე პირდაპირ თავს დაესხა შემთხვევით სპორტულ დარბაზში შეხვედრილ ძმებს. დადგა სცენარი, რომ მასზე იძალადეს. ადგილზე გამოიძახა პოლიცია, მოახსენა, რომ თითქოს მას ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავდაცვის სამინისტროს დავალებით და მოითხოვა მათი დაკავება. აი ამ მატყუარის ბოდვის გამო, ბრალი წაუყენეს და დააკავეს ჩემი კლიენტი, უწესიერესი ადამიანი, რადგან დაზარალებული იდგა პოლიციის წინ და აწყობდა აქციებს, პროვოკატორობდა, უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა და ამზეურებდა დაზიანებულ თვალს. მოკლედ, იკადრა უკადრებელი.

 

დავით ნემსაძე

რა წუთს შეიტყო, რომ მე რეზის ადვოკატი ვიყავი, აგრესია გააგრძელა ჩემი მისამართით. დაავიწყდა მსახიობების ოჯახი და წერდა მხოლოდ ჩემზე, საუბრობდა მხოლოდ ჩემზე. მან არაერთხელ დამწამა ცილი, მომაყენა შეურაცხყოფა, განზრახ შელახა ჩემი რეპუტაცია, რათა მიეღო საპასუხი აგრესია, სავარაუდოდ ჩემი მეუღლისგან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას აღნიშნული მასალა სჭირდებოდა საფრანგეთში წარსადგენად, იმის დასტურად, თუ რა ცოდოა და როგორი მსხვერპლია, როგორ ჩაგრავენ საკუთარ ქვეყანაში. უფრო ადრე, მან მიზანში ამოიღო მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი ადამიანები, რათა თავშესაფრის მიღებისას დასაბუთება უფრო მარტივი და ადვილი ყოფილიყო.

მთელი ამ ხნის მანძილზე ბევრი ვითმინე, ბევრი ტალახი მშვიდად, უემოციოდ ჩამოვიწმინდე, რათა ეს დღე დამდგარიყო. რათა მე დამემტკიცებინა ჩემი კლიენტის სმიართლე.

მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელმაც ითმინა და აიტანა ენით გამოუთქმელი, უშვერი სიტყვებით ლანძღვა, საშინელი ცილისმწამებლური განცხადებები, სჯეროდა ჩემი და რეალურად, ეს დღეც დადგა. დიდი მადლობა ადვოკატ – თეონა გვაზავას, ის ხომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ის ამ საქმეზე პირველივე წუთიდან დაუზარებლად, უანგაროდ მუშაობდა. შუაღამისას დაკავებულ კლიენტთან გამომყვა და ჩვენ შევძელით სიმართლის დამტკიცება.

ახლა წერე და იკითხე მაიმუნო, არაადამიანო. ჩემი პასუხიც ესაა! დაიწყე ახლა გავლენები აქვთო, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინესო. რა ბედნიერი ვარ ერთი შენისთანა არაკაცი რომ ვამხილე. აი ასე!” – წერს კუბლაშვილი.

 

ფოტოზე: მარიამ კუბლაშვილი და რევაზ ნაცარიშვილი

 

შეგახსენებთ, ყოფილმა სამხედრომ, დავით ნესაძემ, გოგა ბარბაქაძის მეუღლის, მსახიობ მაია დობორჯგინიძის მისამართით შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ბარბქაძე ამბობდა, სავარაუდოდდ ნემსაძეს მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეგონა. ბარბაქაძეს თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ვიდეო სოციალურ ქსელში აიტვირთა თურქეთში იმყოფებოდა, იქიდან ჩამოსულმა კი ნემსაძესთან დაკავშირება და შეხვედრა სცადა, თუმცა წრუმატებლად.

ყოფილი სამხედრო "შუა ქალაქის" მსახიობების ვიდეოებს ავრცელებს და ცილს სწამებს: რას აპირებს შსს

ვინ არის პირი, რომელიც მსახიობების გარდა, მინისტრებს და მათ ოჯახებს შეურაცხყოფას აყენებს.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნემსაძე და ბარბაქაძის ძმა ერთსა და იმავე სპორტდარბაზში ვარჯიშობდნენ.

“აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი ძმა სა­დაც ვარ­ჯი­შობ­და, ეს ადა­მი­ა­ნიც იქ ვარ­ჯი­შობ­და. ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა, მოდი, აქ არის, და­ე­ლა­პა­რა­კე, იქ­ნებ ეს ვი­დეო აი­ღო­სო. როცა მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი, რომ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი. ჩემს მე­უღ­ლე­ზე რა­ღაც ვი­დეო დადე, ჩემ­მა ოჯახ­მა ასე­თი რა და­გი­შა­ვა, რომ ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნე-მეთ­ქი, ვკი­თხე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თე, მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე მარ­თლა მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო თუ არა და იმათ­მა პა­სუ­ხი არ მომ­წე­რეს, შენ რა­ნა­ი­რად და­გი­ჯე­რო, ათა­სი მას­ხა­რა მუ­შა­ობს იქო, აგ­რე­სი­უ­ლად მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, ჩემი ძმის­კენ გა­მო­ი­წია, მან კი მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ხელი მო­უქ­ნია, რაც მარ­ჯვე­ნა წარ­ბში მოხ­ვდა. ამის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, ჩემი ძმა გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ამ ადა­მი­ანს კი თქვე­ნო­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ორი დღის წინ, ჩემი ძმა და­ა­კა­ვეს და ამ ადა­მი­ან­მა ბრა­ლიც და­ამ­ძი­მე­ბი­ნა, მე­მუქ­რე­ბო­დაო, თქვა. თურ­მე, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ვე­მუქ­რე­ბო­დით. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ­დენს იტყუ­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რო? ათ­კა­ცი­ა­ნი სპეც­რაზ­მი და­მეს­ხა თავ­სო, ამ­ბობს. მოწ­მე­ე­ბიც არი­ან ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ვარ­ჯი­შობ­დნენ, რომ არც მუ­ქა­რას ჰქო­ნია ად­გი­ლი და არც ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ყო­ფი­ლა”, – განაცხადა ბარბაქაძემ.

 

ინციდენტი 9 აპრილს მოხდა. გოგა ბარბაქაძის ძმა, რეზი ნაცარიშვილი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. დღეს კი ის უდანაშაულოდ სცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები