საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა.
სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად დაესწრება დავით რაქვიაშვილი.