“წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, დღეს ჩვენ მაინც გვგონია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მივიღებთ, არის კარგი და, თუ ვეტოს გადავლახავთ, მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენც ცუდი გვგონია და ოპოზიციასაც ცუდი ჰგონია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს შეთავაზება რაციონალურ საფუძველზე დამყარებული არაა.
“დღეს ჩვენ განვიხილავთ უპრეცედენტო ვეტოს. ვეტო გულისხმობს, ზოგადად, რომ პრეზიდენტის აზრით კანონპროექტი არ არის კარგი და შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ კარგ კანონპროექტს. ეს არის პრეზიდენტის მიდგომა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, კონსტიტუცია იქნება კარგი. რამდენჯერმე სცადა ამის დაზუსტება ფრაქციის თავმჯდომარემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ, თუმცა, ჯერ პასუხი ვერ მიიღო საკომიტეტო მოსმენის დროს და დღეს მიიღო პასუხი იმის თაობაზე, რომ, თურმე, ეს დოკუმენტი იქნება არა კარგი, არამედ უარესზე უკეთესი, ანუ ტოლობის ნიშანი ცუდი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.