LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თუ რამაა “თავზარდამცემი” სწორედ ესაა ამ ბიჭის თვითმკვლელობა-ბექა წიქარიშვილი აზარტულ თამაშებზე

487
10352579-791647327526001-597518256527420016-n

“სამარცხვინო გახადეთ ამ ქვეყნის შვილად ყოფნა. დღეს თუ რამაა “თავზარდამცემი” სწორედ ესაა ამ ბიჭის თვითმკვლელობა”,-ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა ფეისბუქში დაწერა. წიქარიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ბათუმში 23 წლის მამაკაცის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რომელმაც თავი მოიკლა მოტივი კი დაუზუსტებელი ინფორმაციით აზარტული თამაშია.

ის ხომ ცალკე ტრაგედიაა ეს საწყალი იმედის ნაპერწკლად იმ ადამიანებს რომ ასახელებს რომლებიც საპატიო რიგებში უნდა ეწეროს დამნაშავეთა სიაში, მაგრამ ეს ირონია უძლურების და უიმედობის, ყველაფრის აუტანლობის და გაგრძელების შეუძლებლობის, რაც ტექსტიდან იფრქვევა, იმდენად ასახავს საერთო განწყობას რომ ავტორის (23 წლის ბიჭის!) თვითმკვლელობას თითქმის ლოგიკურ აქტად აქცევს.
არ ვიცი რა უნდა თქვა. არაფერი სანუგეშო. ეს ტექსტი დასამალი კი არა ცხვირწინ საფრიალოა ყველასთან, ამ ენას დამალვა კი არა მუდმივად სახეში აფარება ჭირდება ყველასთვის, რადგან დიახ, სწორედ ამ ენით ვსაუბრობთ მოსახლეობა თქვენზე თქვე ძალაუფლების ნაძირალა ჭიებო, ამ სიტყვებით ვიღვიძებთ და ვიძინებთ. სამარცხვინო გახადეთ ამ ქვეყნის შვილად ყოფნა.
დღეს თუ რამაა “თავზარდამცემი” (ხუთი დღეა მედიიდან ეს სიტყვა მესმის) სწორედ ესაა ამ ბიჭის თვითმკვლელობა, რომელიც არა მხოლოდ მისი თვითმკვლელობაა. მედიებო, კი არ უნდა დააკორექტიროთ, ხმამაღლა უნდა იკითხოთ გაღვიძებისას და ძილის წინ!- წერს ბექა წიქარიშვილი.

ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები