ავიაკომპანია Myway Airlines საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 -დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.