LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს შესაძლოა, ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გიგანტური რაკეტა გაუშვან

77

დღეს SpaceX-ის გიგანტურ რაკეტა Falcon Heavy-ს შესაძლოა, ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვან. ილონ მასკის კომპანია სამსაათიან პირდაპირ ეთერს თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყებს.

Falcon Heavy ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია, რომელსაც დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია.

Falcon Heavy-ს გასამართად დიდი დრო დასჭირდა. თუმცა სუპერ მძლავრი რაკეტა გასაშვებად უკვე მზადაა. ხომალდი მზის გარშემო ძალიან ელიფსურ ორბიტაზე წითელ Tesla Roadster-ს გაიყვანს.

ეს ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. ამით ილონ მასკი თავის უმთავრეს გეგმას, დაასახლოს წითელი პლანეტა ადამიანებით, მწვანე შუქს უნთებს.

SpaceX-მა უკვე დაიწყო მუშაობა Heavy-ს შთამომავალზე – Big Fucking Rocket-ზე, რომელიც მარსზე ადამიანების გადაყვანას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ახლადდამზადებული რაკეტები, რომლებიც ტესტირებას პირველად გადიან, დანიშნულების ადგილს ყოველთვის ვერ აღწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები