LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საქართველოში იაფი ფულის პოლიტიკის წარმოების დრო არ არის“ – რომან გოცირიძე

125
გოცირიძე

„იაფი ფულის პოლიტიკა ნიშნავს ბანკებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიცემას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიზნესის და მოქალაქეების საზიანოდ“, – ასე ეხმიანება პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესახებ.

პარლამენტარის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი არ არის და შეცდომაა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-მდე შეამცირა

„ყველა ის რისკი, რაც არსებობდა ფასების ზრდის, ლარის გაუფასურების, შენარჩუნებულია. ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკამ მუქთა ფულით აავსო კომერციული ბანკები, ასევე საპენსიო ფონდის მთელი ფული კომერციულ false, ბიუჯეტის ნაშთებიც დეპოზიტებზე კომერციულ ბანკებშია და არნახული მოგება მიიღეს კომერციულმა ბანკებმა. ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტებზე კი კომერციულ ბანკებში ფაქტობრივად, სიმბოლური პროცენტის დარიცხვა ხდება. ერთი კომერციული ბანკის მოგება დაახლოებით იმდენია, რაც ლატვიის ბანკების მთელი მოგება ერთად აღებული. ასე რომ, იაფი ფულის პოლიტიკა ნიშნავს ბანკებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიცემას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიზნესის და მოქალაქეების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ჩვენს 180 ათას მოქალაქეს 0.25 პროცენტით შეუმცირდება კომერციულ ბანკებში აღებული სესხები და ეს იწვევს ცდუნებას, რომ პოლიტიკურად იქნეს გამოყენებული რეფინანსირების განაკვეთი და ვიცით, რა გააკეთეს თურქეთში წინასაარჩევნოდ, როცა საშინლად შეამცირა თურქეთის ხელისუფლებამ რეფინანსირების განაკვეთი, რომ მომხმარებლის გული მოეგო და მერე სადამდე ავარდა ინფლაცია კარგად ვიცით – 80 პროცენტიანი ინფლაცია იყო ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ ასეთი საფრთხეა საქართველოში, მაგრამ თეორიულად ეს ასეა. დღეს საქართველოში იაფი ფულის პოლიტიკის წარმოების დრო არ არის“, – განაცხადა გოცირიძემ.

179600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება – „საზოგადოება და ბანკები“

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს“ – ნათია თურნავა

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით“ – ნათია თურნავა