LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს რეესტრში ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციაზე რუსეთის მოქალაქეების უამრავი განცხადება შევიდა

327
079dae8c-42a1-4f64-96a1-b2337b07a988-640

მხოლოდ დღეს დილით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციაზე რუსეთის მოქალაქეების უამრავი განცხადება შევიდა – ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას სოციალურ ქსელში იურისტი ეკო ბაკურაძე ავრცელებს, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შემოიღოს სავიზო რეჟიმი.

„სამეწარმეო რეესტრში შევედი ინფორმაციის გადასამოწმებლად და ასეთი სიტუაცია დამხვდა, მარტო დღეს დილიდან ჩაბარებული განცხადებებია ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციაზე რუსეთის მოქალაქეების, 2 საათის, ყველა არც დამისქრინია იმდენია. ამაზე პასუხს ვინ აგებს? საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველა დახარვეზდება!!! საქართველოს მთავრობა შემოიღეთ სავიზო რეჟიმი!!!“, – წერს ეკო ბაკურაძე. ის საქართველოში არსებულ საბანკო სექტორსაც მიმართავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ გაუხსნას ანგარიშები.

შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის გააქტიურების საკითხს, ჩვენს ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ასევე მიმართავს, რომ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

„ისინი ახლა მოდიან როგორც საკუთარ პროვინციაში და ჰგონიათ, რომ ქართველები დახვდებიან სიმღერით და ყანწით – ამბობს კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული და გააქტიურებული სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ, საფრთხილოა.

„ვინც რუსეთიდან მყიდველების და ინვესტიციების შემოდინებას მოუთმენლად ელოდებით და ფულის შოვნის და გამდიდრების ოცნებებში ხართ, იცოდეთ, კრიმინალებს და ტერორისტებს ეკვრებით და მაგ რუსების ბედი არ აგცდებათ. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მათ უთხრა – არა! და თქვენ ეუბნებით – როგორ არა! სერიოზულ ეთიკურ და მორალურ პრობლემას იქმნით! არ აჰყვეთ ცდუნებას!“, – დასძენს „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები