LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე 20 საარჩევნო უბანს გამოავლენენ

47
პარლამენტიიიიი

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე 20 საარჩევნო უბანს გამოავლენენ, რომლებიც თავიდან გადაითვლება.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, 20 საარჩევნო უბანი დოლურის მეშვეობით გამოვლინდება. აღნიშნული უბნები იმ უბნებიდან შეირჩევა, სადაც ყველაზე მეტი დისბალანსი იყო და რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველაზე მეტი საჩივარი ჰქონდათ დაწერილი.

პროცესი ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემა და მედიასაშულებები გააშუქებენ.

„დაგეგმილია შემთხვევითობის პრინციპით 20 უბნის შერჩევა, რომლებიც დაგეგმილია, რომ მიმდინარე კვირას გადაითვალოს წინა სხდომაზე მიღებული კრიტერიუმების მიხედვით. პირველ რიგში, საუბარია უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დისბალანსი იყო და და ასევე მნიშვნელოვანია აქცენტირება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გასაჩივრებულ უბნებთან დაკავშირებით, სადაც მოხდა დამთხვევა. საერთო ჯამში იყო 41 უბანი. თუმცა, ცესკო-ს მიერ გამოთხოვილი მონაცემებით დადგინდა, რომ სამი უბანი უკვე გადათვლილია. შესაბამისად, გვრჩება 38 უბანი და ამ 38 უბნიდან დოლურის მეშვეობით საჯაროდ, ღია ეთერში, მედიის თანდასწრებით გამოვავლენთ 20 უბანს. ჯამში ეს 38 უბანი წარმოადგენს, თბილისის გარდა, კიდევ შვიდ რეგიონს.

ასევე, ამ სხდომაზე მოხდება 299 პროფესიული ნიშნით შერჩეული მთვლისგან 12 მთვლელის შერჩევა, რომლებიც დაითვლიან კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე იყვნენ იმ უბნებში, რომლებზეც არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არჩევნების გაყალბების ვერც ერთი ფაქტი. ისინი ცდილობენ, საზოგადოებას უთხრან ათასგვარი მიზეზი, თუ რატომ არ მონაწილეობენ კომისიაში, თუმცა მათ რომ ჰქონოდათ ისეთი ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე, კომისიის შექმნასაც არ დაელოდებოდნენ და ისე წარუდგენდნენ საზოგადოებას, მაგრამ რაც ბუნებაში არ არის, იმის წარმოდგენა მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.