LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს სახლში კიდევ 30 უკრაინელი ბრუნდება” – ომის 50-ე დღეს, მხარეებმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს

111
Untitled design (7)

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის 50-ე დღეს, მხარეებმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. 

ეს ტყვეების გაცვლის მეოთხე შემთხვევაა.

უკრაინამ და რუსეთმა პირველი ტყვეები გაცვალეს: ვერეშჩუკი

ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი “ტელეგრამში” წერს და აღნიშნავს, რომ დღეს სახლში კიდევ 30 უკრაინელი ბრუნდება. 

ვერეშჩუკის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 22 სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალია.

22 სამხედროდან კი 5 ოფიცერი და 17 რიგითია:

“პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი, მეოთხე გაცვლა მოხდა. მათ შორის არის 5 ოფიცერი და 17 რიგითი.

ასე რომ, დღეს ჩვენი კიდევ 30 მოქალაქე მიდის სახლში”, – აღნიშნა მან.

სამხედრო ტყვეების პირველი სრულფასოვანი გაცვლა 24 მარტს შედგა – უკრაინამ 10 რუსი სამხედროს სანაცვლოდ 10 უკრაინელი დაიბრუნა.

მხარეებმა ტყვეები მეორედ 1 აპრილს გაცვალეს – უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, საიდანაც 15 ქალი იყო.

პატიმრების მესამე გაცვლა კი 9 აპრილს მოხდა, როდესაც 12 სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.

არახამია: თურქეთში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, დღეს ტყვეების წარმატებული გაცვლა მოხდა, 86 უკრაინელი სამხედრო სახლში ბრუნდება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში