LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა: სოზარ სუბარი

65
სოზარ სუბარი

“მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა იყოს და არ დალაგდეს სიტუაცია, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც კოვიდის დარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე.” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ულტიმატუმების ენით საუბარი ვერ მოიშალა, თუმცა აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაც წავა კომპრომისებზე და მხარეები იმ შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის.

სუბარის განცხადებით, მოახლოვდა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველაფერი ხმამაღლა ითქმევა და დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება:

“მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – იყოს ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა და არ დალაგდეს სიტუაცია, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც კოვიდის დარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე, როგორიც არის საქართველოს განუხრელი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ ისინი თავის შანსს, რომ როგორმე კიდევ ერთხელ ჩაიგდონ ეს ქვეყანა ხელში.

მე მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა, მოახლოვდა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველაფერი ითქმევა ხმამაღლა. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ოპოზიციაც წამოვა კომპრომისებზე და მივაღწევთ იმ შეთანხმებას, რაც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის.” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს სპეციალური წარმომაგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. დღესვე დიპლომატი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

დანიელსონი ამბობს, რომ დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს.