LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საღამოს დამცავ ნიღბებს უფასოდ დავარიგებთ – მიხეილ სააკაშვილი

769
pjimage

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი სახელობის ბიბლიოთეკაში საღამოს 6 საათზე, დამცავი ნიღბები უფასოდ დარიგდება.

ქართული პირბადეების ფასი, სავარაუდოდ, 50-დან 70 თეთრამდე იქნება

“დღეს, საღამოს 6 საათზე, ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა”-ში ჩვენი მოხალისეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, იწყებენ დამცავი ნიღბების უფასოდ დარიგებას.
ყველა მსურველს შეუძლია დღეს მისვლა და ამ აქციას ექნება აწი რეგულაციური ხასიათი.
ეს არის, ჩვენი ბიბლიოთეკის და მის ბაზაზე გაერთიანებული ადამიანების მცდელობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქონ ნიღბების დეფიციტით გამო შექმნილი პრობლემა,”- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

ქართული ბრენდი SHAVDIA ნებისმიერ მსურველს პირბადეებს უფასოდ, საჩუქრად გადასცემს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები