LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რწმენა და იმედი გახდა ჩვენი საყრდენი ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვჯერა გამარჯვების: ვოლოდიმირ ზელენსკი

196
ვოლოდიმირ ზელენსკი

„დღეს რწმენა და იმედი გახდა ჩვენი საყრდენი ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვჯერა გამარჯვების“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს.

ზელენსკი უკრაინელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და უსურვებს მშვიდ ცხოვრებას უკრაინის ცის ქვეშ, რომელსაც უკრაინელი მეომრები იცავენ.

„დღეს რწმენა და იმედი გახდა ჩვენი საყრდენი ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ქრისტედ აღდგომა – ადამიანების გულებში არის იმის დასტური, რომ სიცოცხლე სიკვდილს გაიმარჯვებს, სიკეთე ბოროტებს სძლევს, სიმართლე კი სიცრუეს. ვულოცავ უკრაინის ქრისტიანებს, რომლებიც აღდგომას დღეს აღნიშნავენ. ყველას ვუსურვებ ღვთის წყალობასა და მშვიდ ცხოვრებას უკრაინის ცის ქვეშ, რომელსაც ჩვენი მამაცი და გმირი მეომრები იცავენ. ვლოცულობთ ჩვენი სამხედროებისთვის. ღმერთმა ყველა დაიფაროს. გვჯერა გამარჯვების!“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები