LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რომ გამართლების ძებნას იწყებ სტალინის ქართულ ეკლესიაში გამოჩენის, ეს ამბავი არ გაბრაზებს, უბრალოდ ბნელი ხარ – არც სამშობლო გაღელვებს და არც იმ უდანაშაულო მილიონების მსხვერპლი“ – თინა ხიდაშელი

178
თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზედაც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„მთელი შეგნებული ცხოვრება განსხვავებულების დაცვას შევალიე, განსხვავებული აზრების, განსხვავებული ხედვების, განსხვავებული მრწამსის …

დღესაც მზად ვარ გავაგრძელო ეს გზა და რამდენადაც შევძლებ დავეხმარო ყველას, ვისაც მხოლოდ იმიტომ ჩაგრავენ, აბულინგებენ, რიყავენ რომ უმრავლესობის ხედვებში არ ეწერება.

და მიუხედავად ამისა, მეც მაქვს ჩემი წითელი ხაზი, რომლის იქითაც უბრალოდ სიბნელე და წყვდიადია. არც კამათს ვაპირებ, არც დისკუსიას…

„სრული გაუნათლებლობის ზეიმია - სინამდვილეში არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონას ხატია“ – ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა

„უღმერთო რეჟიმის წარმომადგენელი, ხელისუფალი იძულებულია წმინდანს შეხვდეს და იძულებულია ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბროს“.

დღეს რომ ახსნას და გამართლების ძებნას იწყებ სტალინის ქართულ ეკლესიაში გამოჩენის, ეს ამბავი არ გაბრაზებს, განმარტებების გაუგონარ ლაბირინთში იხლართები და თან იქით ილანძღები უბრალოდ ბნელი და უტიფარი ხარ..

არც ეკლესია წარმოადგენს შენთვის რამე ღირებულს, არც რწმენა, არც სამშობლო გაღელვებს და არც იმ უდანაშაულო მილიონების მსხვერპლი.. და რანაირი ქრისტიანი ან მორწმუნე ხარ..

ქრისტიანობა მოდა არ არის, ეკლესიაში ყველაზე ლამაზი კელაპტრით სელფებს იღებდე“. – წერს თინა ხიდაშელი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

ინფორმაციისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზედაც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები