LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რიკოთის გვირაბში მოძრაობა 5 წუთით აიკრძალება

104
17855158-110006446219681-591675330500259338-o

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის გვირაბში მოძრაობა 5 წუთით აიკრძალება.

„ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია – საქართველოს ფილიალს ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში საბურღი მანქანის გატარება. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, საჭიროა ამ დროს გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 5 წუთით – 2021 წლის 3 იანვრის 14:00 სთ-დან 14:05 სთ-მდე“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები