LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს რელიგიური სამყარო უყურებს პატრიარქს, როგორც ადამიანს, რომელმაც სასწაული მოახდინა” – მეუფე დანიელი

136
danieli

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ამბობს, რომ საქართველოში აღდგომის ღამეს ტაძრებში ასობით ათასი ადამიანი იყო და ეზიარა. მისი განმარტებით, ეს საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის ძალაზე მეტყველებს. მეუფე დანიელის თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე დიდი წვლილი სამედიცინო პერსონალმა შეიტანა, თუმცა მხოლოდ მათი შრომა არ იყო საკმარისი. მეუფე ამბობს, რომ ის, რაც სარწმუნოებამ შეძლო – სასწაულია. მან ამის შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„ეკლესიამ არაერთხელ გადაუხადა მადლობა ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებს, ჩვენი დაცვის სამსახურსა და ქვეყნის ხელისუფლებას. თუ რომელიმე ქვეყანაში ვინმემ თავდადებით იშრომა, სწორედ ეს ადამიანებარიან. თუმცა, მიმაჩნია, რომ მათი თავდადება საკმარისი არ იყო და ეს მართლა სასწაულია. ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელების დროს, აღდგომის ღამეს ტაძრებში ასობით ათასი ადამიანი იყო და ეზიარა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების ძალაზე, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ტაძრებში მრევლი არ შეუშვეს. ეს მეტყველებს უშუალოდ პატრიარქის ძალაზე, რომელმაც ჩვენს ერს რწმენის ძალიან დიდი ტრადიცია დაუბრუნა, რომელიც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში დაკარგული გვქონდა. დღეს რელიგიური სამყარო უყურებს პატრიარქს, როგორც ადამიანს, რომელმაც სასწაული მოახდინა. მან აჩვენა ყველას იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანმა, სასულიერო პირმა თუ მრევლმა, ღვთის დახმარებით შეინარჩუნოს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები