აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, მის შვილს, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ.
როგორც მშობელი ამავე პოსტში აღნიშნავს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარებს, თუ როგორ ჩაივლის პირველი ინექცია.
„დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.
დღეს გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით.
ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია. ასე რომ მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული.
პეტრესთან ერთად მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება.“ – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე…
Posted by Makuna Hatata Gochiashvili on Monday 25 March 2024