LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარტია „დროა“ ქართული ოცნების ოფისთან აქციას გამართავს

57
დროა

„გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!, სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე, ასევე მისი გარდაცვალების მიზეზები და დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი – ამ მოთხოვნებით დღეს პარტია „დროა“ 12 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ზეწოლა ჩვენზე არ ყოფილა“ – რას ამბობს ოჯახი ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომლის გარდაცვალების ამბავში თორნიკე რიჟვაძის მამა ახსენეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები