LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

66
parlamenti-7

დღეს,  საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომით გახსნის საშემოდგომო სესიას. 12:00 საათზე დანიშნულ სხდომამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მომზადებულ ამნისტიის პროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრის.

პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა, ვინც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვინც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ეს ადამიანები ნასამართლეობის არმქონედ ჩაითვლებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები